გაკვეთილის თემა
|
როგორ
შეიქმნა ელინისტური ეპოქა
|
||||||||||||||||||||||||||||
2. სწავლების საფეხური და კლასი
|
საბაზო მე-7 კლასი
|
||||||||||||||||||||||||||||
3. ინტეგრირებული საგნები
მასწავლებლების სახელი, გვარი
|
ისტორია: ნ.ბიძინაშვილი
|
||||||||||||||||||||||||||||
4. მოსწავლეთა რაოდენობა
|
|
||||||||||||||||||||||||||||
5. განსაკუთრებული მიდგომების საჭიროებების მქონე მოსწავლეთა რაოდენობა და პროფილი
|
|||||||||||||||||||||||||||||
6. გაკვეთილის სასწავლო მიზნები
(საგნების მიხედვით)
|
ისტორია : მოსწავლეებმა
1)გაანალიზონ ბერძნული კულტურის მახლობელ აღმოსავლეთში
გავრცელების მიზეზები
2) )იმუშაონ ძვ.წ. 4 საუკუნის რუკაზე და
განსაზღვრონ მაკედონიის და სპარსეთის
იმპერიის საზღვრები
3) გამოიყენონ წინარე ცოდნა მაკედონიის სამეფოს/ფილიპე მაკედონელის შესახებ ტესტური დავალებების შესრულების დროს
4) დროის ხაზზე აღნიშნონ ფილიპე
მეორის და ალ.მაკედონელის პოლიტიკური მოღვაწეობის მნიშვნელოვანი თარიღები
5) იმუშაონ ძვ.წ. 4-1 სს რუკაზე და გაანალიზონ
ის ცვლილებები რაც მოხვდა მსოფლიო ისტორიაში ალ.მაკედონელის დაპყრობების შედეგად
|
||||||||||||||||||||||||||||
7. ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრულიმისაღწევი შედეგი/ინდიკატორები
|
ისტ.VII.1. მოსწავლეს შეუძლია დააკავშიროს ფაქტები და მოვლენები შესაბამის ისტორიულ ეპოქებთან.
ინდივიდუალურად ან კლასში ჯგუფური მუშაობისას დროის ხაზზე
(სკალაზე) აღნიშნავს ისტორიულ თარიღებს ან ისტორიულ პერიოდებს;
ისტ.VII. 2. მოსწავლეს შეუძლია განსაზღვროს სხვადასხვა ქვეყნის, ისტორიულ-ეთნოგრაფიული მხარისა და
გეოგრაფიული ობიექტის მდებარეობა რუკაზე.
•შესაბამისი ეპოქის ისტორიულ რუკაზე
შემოხაზავს ცალკეული სახელმწიფოების
საზღვრებს და აჩვენებს მათ უმნიშვნელოვანეს კულტურულ-პოლიტიკურ ცენტრებს;
•რუკის დახმარებით მსჯელობს მსოფლიო ისტორიის
ძირითად მოვლენებზე;
ისტ.VII.5. მოსწავლეს შეუძლია ახსნას, თუ რა გავლენას ახდენს ბუნებრივი პირობები დასახლების ტიპებზე, საზოგადოების ტრადიციებსა და მეურნეობის განვითარებაზე.
აკვირდება არქეოლოგიურ და ეთნოგრაფიულ (სახელმძღვანელოში მოცემულ ან ინტერნეტით მოძიებულ) მასალას და პასუხობს შეკითხვას – რა
საქმიანობას ეწეოდა ხალხი, რომელსაც ეს ნივთები (სამოსახლო) ეკუთვნოდა;
|
||||||||||||||||||||||||||||
8. თანმიმდევრობა
(აქტივობა და დრო)
|
1.მასწავლებელი
ესალმება მოსწავლეებს და აცნობებს საგაკვეთილო თემას , განმარტავს შეფასების ფორმას
(5წ)
2.მასწავლებელი
აჩვენებს მოსწავლეებს სლაიდებს და
განმარტავს ელინისტური კულტურის ცნებას , დამახასიათებელ
ნიშან-თვისებებს. (5წ)
3.მასწავლებელი
აჩვენებს მოსწავლეებს ძვ.წ. 5-4 სს მახლობელი აღმოსავლეთის რუკას და სთხოვს მათ
გაიხსენონ რომელი სახელმწიფოებები დაუპირისპირდნენ ერთმანეთს ამ პერიოდში , ვინ მართავდა
ამ სახელმწიფოებებს (5წ)
4.მასწავლებელი
ამახვილებს მოსწავლეების ყურადღებას ფილიპე მეორე მაკედონელზე და სთავაზობს
რამდენიმე ტესტურ დავალებას , რომ მოსწავლეებმა შეამოწმონ თავისი ცოდნა ძვ.წ. 4
საუკუნის მაკედონიის სამეფოს შესახებ და ფილიპე მაკედონელის რეფორმების შესახებ (10წ)
5.მასწავლებელი
,ისტორიულ რუკაზე აჩვენებს მოსწავლეებს ალ.მაკედონელის მნიშვნელოვან ბრძოლებს ,
მისი იმპერიის საზღვრებს და სთხოვს მოსწავლეებს იმსჯელონ როგორ იმოქმედებდ
მაკედონიის სამეფოს და აქემენიანთა სპარსეთის იმპერიის პოლიტიკური გაერთიანება
ამ ქვეყნების კულტურაზე (7წ)
6.მასწავლებელი
სთხოვს მოსწავლეებს იმუშაონ დროის ხაზზე და ქრონოლოგიური თანამიმდევრობით
დაალაგონ ფილიპე მეორე მაკედონელის და ალექსანდრე მაკედონელის პოლიტიკური
მოღვაწეობის მნიშვნელოვანი თარიღები (8წ)
7.მასწავლებელი
აჯამებს გაკვეთილს, აფასებს მოსწავლეებს და აძლევს მოსწავლეებს საშინაო დავალებას (5წ)
|
||||||||||||||||||||||||||||
9. შეფასება
|
გაკვეთილზე ჩართულობა
რუკაზე
მუშაობა
|
||||||||||||||||||||||||||||
10. საკლასო მენეჯმენტი _
საგანმანათლებლო რესურსები
|
v კომპიუტერი, პროექტორი
v ისტორიის
სახელმძღვანელო მე-7 კლასი
v ფოტო მასალა
v ისტორიული
რუკები
|
понедельник, 16 декабря 2013 г.
16.12.2013 ისტორია/ 7ა კლასი
Подписаться на:
Сообщения (Atom)