понедельник, 7 апреля 2014 г.

მონღოლები და მათი დაპყრობები 7.04.2014

გაკვეთილის თემა
 მონღოლები და მათი დაპყრობები
2. სწავლების საფეხური და კლასი
 საბაზო მე-7 კლასი
3. ინტეგრირებული საგნები 
მასწავლებლების სახელი, გვარი
 ისტორია: ნ.ბიძინაშვილი
4. მოსწავლეთა რაოდენობა
   25
5. განსაკუთრებული მიდგომების საჭიროებების მქონე მოსწავლეთა რაოდენობა და პროფილი
6. გაკვეთილის სასწავლო მიზნები
(საგნების მიხედვით)
 ისტორია : მოსწავლეებმა უნდა
1)გაიხსენონ და ქრონოლოგიური თანამიმდევრობით  დაალაგონ მსოფლიო ისტორიაში  ცნობილი დამპყრობლები
2) გაეცნონ მასწავლებლის მიერ მიწოდებულ ვიდეოს მონღოლთა წარმართული რელიგიური რიტუალის შესახებ და გაანალიზონ ის/ უპასუხონ მასწავლებლის მიერ დასმულ კითხვებს  
3) ყურადღებით წაიკითხონ  მასწავლებლის მიერ  მიწოდებული  თემატური ტექსტი ჩინგიზ ყაენის შესახებ და იპოვონ შეცდომები
4) იმუშაონ  ისტორიულ რუკაზე ,,მონღოლთა იმპერია-13 ს.მეორე ნახევარი“ , და  უპასუხონ მასწავლებლის მიერ დასმულ კითხვებზე ჩინგიზ ყაენის და მისი მემკვიდრეების დროს განხორციელებული დაპყრობების შესახებ
7. ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული
მისაღწევი შედეგი/
ინდიკატორები
 ისტ.VII.1. მოსწავლეს შეუძლია დაუკავშიროს ფაქტები და მოვლენები შესაბამის ისტორიულ ეპოქებთან
*ინდვიდუალურად ან კლასში ჯგუფური მუშაობისას დროის ხაზზე აღნიშნავს ისტორიულ თარიღებს ან ისტორიულ პერიოდებს
ისტ.VII.2.მოსწავლეს შეუძლია განსაზღვროს სხვადასხვა ქვეყნის , ისტორიულ -ეთნოგრაფიული მხარისა და გეოგრაფიული ობიექტის მდებარეობა რუკაზე
*რუკის დახმარებით მსჯელობს მსოფლიო ისტორიის ძირითად მოვლენებზე
ისტ.VII.4. მოსწავლეს შეუძლია იმსჯელოს პოლიტიკური მოვაწის მნიშვნელობაზე ქვეყნის ისტორიაში
*მასწავლბელის დახმარებით თანაკლასელებთან ერთად ებმება როლურ თამაშში და მსჯელობს გადმოცემული ისტორიული ფაქტების შესახებ
ისტ.VII.9.მოსწავლეს შეუძლია  გაიაზროს რელიგიის მნიშვნელობა საზოგადოების ცნობიერებაზე და მსოფლიო ისტორიულ პროცესებზე
*სახელმძღვანელოს , დამატებითი ლიტერატურისა თუ ვიზუალური მასალის საფუძველზე საუბრობს სხვადასხვა ეპოქის საზოგადოებრივ რელიგიებზე
8. თანმიმდევრობა
(აქტივობა და დრო)
1.მასწავლებელი ესალმება მოსწავლეებს და აცნობებს საგაკვეთილო თემას , განმარტავს შეფასების ფორმას (5წ)
2.მასწავლებელი  სთხოვს მოსწავლეებს იმუშაონ ქრონოლოგიურ სკალაზე   (8წ)
3.მასწავლებელი აჩვენებს მოსწავლეებს ვიდეოს , რომელიც ასახავს მონღოლთა წარმართულ რელიგიურ რიტუალს და სთხოვს მათ გაანალიზონ  ახლადშესწავლილი მასალა   (7წ)
4.მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს იმუშაონ მის მიერ მიწოდებულ თემატურ ტექსტზე და იპოვონ  მასწავლებლის მიერ საგანგებოდ დაშვებული შეცდომები (5წ)
5.მოსწავლეები მუშაობენ ისტორიულ რუკაზე და წერილობით პასუხობენ მასწავლებლის მიერ დასმულ კითხვებზე (10წ)
6.მოსწავლეები ამოწმებენ თავის ნამუშევრებს მასწავლებლის მიერ მიწოდებული  სწორი პასუხების მიხედვით (10წ)
9. შეფასება

იხილე დანართი #1
10. საკლასო მენეჯმენტი _
საგანმანათლებლო რესურსები
v  კომპიუტერი, პროექტორი
v  ისტორიის სახელმძღვანელო  მე-7 კლასი
v  ფოტო , ვიდეო მასალა
v  ისტორიული რუკა

Комментариев нет: