1.03.2019
შიდა /სტანდარტული გაკვეთილი
ცოტნე დადიანის გმირობა ისტორიული ფაქტების კვალდაკვალ
გაკვეთილის გეგმა იხილე აქ
20. მაისი 2016 წ
გაკვეთილის თემა
|
ქართული საცხოვრებელი სახლები /საქართველოს მთიანეთი
|
სწავლების საფეხური და კლასი
|
დაწყებითი საფეხური
5 კლასი
|
მასწავლებლის სახელი, გვარი
|
ნინო ბიძინაშვილი
|
საგანი
|
ჩვენი სამშობლო
|
მოსწავლეთა რაოდენობა
|
27
|
სსიმ მოსწავლეების რაოდენობა
|
სსიმ მოსწავლე არ მყავს
|
გაკვეთილის სასწავლო მიზნები
|
*მოსწავლეები გაიხსენებენ, გაანალიზებენ და განმარტავენ რას სწავლობს ეთნოგრაფია
*მოსწავლეები შეიტყობენ , როგორ სახლებში ცხოვრობდნენ ჩვენი წინაპრები მთიანეთში : თუშეთში , ხევსურეთში, სვანეთში, რაჭაში
* ჯგუფური მუშაობის პროცესში გაიღრმავებენ კვლევის , ანალიზის , შემოქმედების , თანამშრომლობის და კომუნიკაციის უნარებს
*გააუმჯობესებენ თვალსაჩინოების შექმნის და მისი პრეზენტაციის უნარს
|
ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრულიმისაღწევი შედეგი/ინდიკატორები
|
საზ. მეც.V-VI.
2.მოსწავლეს შეუძლია გამოიყენოს და შექმნას ინფორმაციის გადმოცემის სხვადასხვა საშუალება (ცხრილი, გრაფიკი, ფოტო , სქემა ,ჩანახატი)
*ახდენს სხვადასხვა საშუალებით მოცემული ინფორმაციის კლასიფიცირებას
11.მოსწავლეს შეუძლია დააკავშიროს საქართველოს გეოგრაფიული ობიექტები დასახლებების ტიპებთან
*ასხვავებს საქართველოში გავრცელებული საცხოვრებელი სახლების ტიპები
10. მოსწავლეს შეუძლია ჩამოთვლოს საქართველოს მოსახლეობის მახასიათებლები.
· * ჩამოთვლის საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში განვითარებულ მეურნეობის ტიპებს.
|
თანმიმდევრობა
(აქტივობა და დრო)
|
1.საორგანიზაციო მომენტი (2წ)
მოსწავლეების რაოდენობის აღრიცხვა ჟურნალში
გაკვეთილის მიზნების და შეფასების კრიტერიუმები გაცნობა მოსწავლეებისთვის
2.აქტივობა #1 პროვოცირება (5წ)
მუსაობა ასოციაციურ რუკაზე : მასწავლებელი სლაიზე აჩვენებს მოსწავლეებს ფოტო სურათებს და სთხოვს მათ დაასახელონ ისტორიის რომელ დარგს უკავშირდება სურათზე გამოსახული საგანი/მოვლენა
მასწავლებელი ამახვილებს მოსწავლეების ყურადღებას ,რომ საქართველოს ეთნოგრაფიისთვის საინტერესო და ღირებულ მასალას წარმოადგენენ საცხოვრებელი სახლები და სთავაზობს მოსწავლეებს გაეცნონ საქართველოს მთიანეთისთვის დამახასიათებელ საცხოვრებელ ნაგებობებს
3.აქტივობა #2 ცოდნის კონსტრუირება (10 წ)
მასწავლებელი ურიგებს მოსწავლეებს მასალას და სთხოვს რომ ჯგუფებმა დაამზადონ თემატური თვალსაჩინოებები
1.ჯგუფს : სახლი კალოიანი (ხევსურეთი)
2.ჯგუფს :თუშური ციხე -სახლი
3.ჯგუფი : სახლი დუროიანი (მთიანი რაჭა)
4.ჯგუფი : ლარდა (სვანეთი)
დავალებაზე მუშაობის მეორე, მეხუთე , მეშვიდე და მეათე წუთზე მასწავლებელი (წინასწარ გაცნობილი შეფასების კრიტერიუმების მიხედვით) აკეთებს ჯგუფების მუშაობის მონიტორინგს. აფასებს მოსწავლეების და ლიდერის მუშაობას და აკეთებს კომენტარს და შესაბამისს შეფასებას
4.აქტივობა #3 რეფლექსია (20 წ)
ჯგუფების პრეზენტატორები აკეთებენ ნამუშევრების პრეზენტაციას . მასწავლებელი აფასებს პრეზენტატორებს
5.აქტივობა #4 რეფლექსია (5წ)
მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს დააკვირდნენ ოთხივე ტიპის ნაგებობას და დაასახელონ რა მსგავსება/განსხვავებები არსებობს მათ შორის. მოსწავლეების პასუხების მიხედვით ივსება ვენის დიაგრამა
6.მასწავლებელი აძლევს მოსწავლეებს საშინაო დავალებას : სახლები საქართველოს ბარში (2წ)
|
შეფასება
|
ჯგუფური მუშაობა
პრეზენტაცია
|
10. საკლასო მენეჯმენტი _
საგანმანათლებლო რესურსები
|
სახელმძღვანელო
ფანქარი , კალამი ,ფურცლები , ფოტო სურათები
ლეპტოპი
სლაიდშოუ Power Point
|
ჯგუფის მუშაობის შეფასების სქემა
კრიტერიუმები
|
ჯგუფის მუშაობა წარუმატებელია
|
ჯგუფის მუშაობა დამაკმაკოფილებელია
|
ჯგუფის მუშაობა წარმატებულია
|
ლიდერის და პრეზენტატორის არჩევა
(პირველი !- 2წ)
|
ვერ ირჩიეს ლიდერი ვერ გადაწყვიტეს ვინ იქნება პრეზენტატორი
|
კამათობენ , ყავთ რამდენიმე კადიდატურა და უჭირთ გადაწყვეტილების მიღება
|
აირჩიეს ლიდერი , გადაწყვიტეს ვინ გააკეთებს ნამუშევრის პრეზენტაციას
|
ჯგუფის წევრების ჩართულობა მუშაობაში
|
ყველა წევრი არ არის ჩართული
|
უმრავლესობა ჩართულია
|
ყველა ჩართულია
|
ურთიერთმოსმენისა და აზრის გაზიარების უნარი
|
კამათობენ,არ უსმენენ ერთმანეთს და არის ხმაური, არ იზიარებენ ერთმანეთის აზრს
|
ხმაურობენ, ნაკლებად იზიარებენ ერთმანეთის აზრს
|
უსმენენ ერთმანეთს და იზიარებენ ერთმანეთის აზრს
|
ინსტრუქციის მიხედვით მუშაობა
|
ზუსტად ვერ მიყვებიან ლიდერის მითითებებს
|
ნაწილობრივ მოყვებიან ლიდერის მითითებებს
|
მუშაობენ ლიდერის მითითებებს
|
დროის ლიმიტის დაცვა
( ბოლო 1 წ)
|
ვერ ეტევიან განსაზღვრულ დროში
|
უმნიშვნელოდ გააცდინეს დრო
|
დაიცვეს დროის ლიმიტი
|
ჯგუფის ლიდერის პრეზენტაცია
მოსწავლის სახელი, გვარი
|
|
გააკეთა საინტერესო შესავალი
|
|
იყენებს თვალსაჩინოებას
|
|
საუბრობს გარკვევით და გამართულად , თანამიმდევრულად
|
|
აქვს აუდიტორიასთან კონტაქტი
|
|
იცავს დროის ლიმიტს (პრეზენტაციისთვის გამოყოფილია 4წ)
|
|
ჯამი
|
|
3.12.2014
გაკვეთილის თემა
|
ნაპოლეონ ბონოპარტეს ომები
|
2. სწავლების საფეხური და კლასი
|
საბაზო VIII ა კლასი
|
3.
მასწავლებლის სახელი, გვარი
|
ისტორია: ნ.ბიძინაშვილი
|
4. მოსწავლეთა რაოდენობა
|
25
|
5.განსაკუთრებული მიდგომების საჭიროებების მქონე მოსწავლეთა რაოდენობა და პროფილი
|
არ არის
|
6. გაკვეთილის სასწავლო მიზნები
|
*მოსწავლეებმა უნდა იმუშაონ ასოციაციურ რუკაზე (მათ უნდა გაანალიზონ მასწავლებლის მიერ მიწოდებული ფოტო მასალა და ლოგიკურად დაუკავშირონ ის ნაპოლეონს)
*მოსწავლეებმა ქრონოლოგიური თანამიმდევრობით უნდა დაალაგონ საფრანგეთში მომხვდარი პოლიტიკური მოვლენები დაწყებული 1789წ ვიდრე 1799 წლამდე
* მოსწავლეებმა უნდა იმუშაონ ისტორიულ რუკაზე, მოიპოვონ ინფორმაცია ნაპოლეონის ბრძოლების შესახებ (როდის?სად?ვინ გაიმარჯვა?)
*მოსწავლეებმა ლოგიკურად უნდა იმსჯელონ თემაზე ,,რა იყო ნაპოლეონის ომების მთავარი მიზანი?”
|
7. ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრულიმისაღწევი შედეგი/ინდიკატორები
|
ისტ.VIII.1. მოსწავლეს შეუძლია დააკავშიროს ფაქტები და მოვლენები შესაბამის ისტორიულ ეპოქებთან.
ისტ.VIII.6. მოსწავლეს შეუძლია შეისწავლოს კონფლიქტების მიზეზები, განვითარება და შედეგები.
|
8. თანმიმდევრობა
(აქტივობა და დრო)
|
1.ატივობა
მასწავლებელი ესალმება მოსწავლეებს და აგვარებს საორგანიზაციო საკითხს (2წ)
გამოწვევა
2.აქტივობა (8წ)
მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს დააკვირდნენ ასოციაციურ რუკას და არგუმენტირებულად ახსნან როგორ უკავშირდება თვითოეული საგანი /მოვლენა ნაპოლეონ ბონოპარტს
3.აქტივობა (10წ)
მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს ქრონოლოგიურად დაალაგონ საფრანგეთში მომხვდარი პოლიტიკური ცვლილებები რევოლუციიდან ნაპოლეონის იმპერატორად კურთხევამდე
ცოდნის კონსტრუირება
4.აქტივობა (15წ)
მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს ყურადღებით დააკვირდნენ ისტორიულ რუკას და ეტაპობრივად შეასრულონ მითითებული დავალებები :
1.ქრონოლოგიური თანამიმდევრობით ამოიწერონ რუკაზე მითითებული ბრძოლების თარიღები /სახელწოდებები
2.მიუთითინ რომელი ქვეყნის ტერიტორიაზე მიმდინარეობდა თვითოეული ბრძოლა
3.მასწავლებლის მინიშნებით უნდა ჩაინიშნონ რომელი ქვეყნები იღებდნენ ბრძოლაში მონაწილეობას და ვისი გამარჯვებით დასრულდა ის. (იხ.დანართი#1)
დავალების დასასრულს მასწავლებელი აცნობებს მოსწავლეებს სწორ პასუხებს , მოსწავლეები თავად აფასებენ საკლასო დავალებას
რეფლექსია
5.აქტივობა (10წ)
მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს არგუმენტირებულად იმსჯელონ და გამოიტანონ ლოგიკური დასკვნა თემაზე : ,, რა იყო ნაპოლეონის ომების მთავარი მიზანი “
|
9. შეფასება
|
გაკვეთილზე ჩართულობა
საკლასო დავალება :
ა)რუკაზე მუშაობა
ბ)თხრობა
|
10. საკლასო მენეჯმენტი _
საგანმანათლებლო რესურსები
|
|
შეფასების ფურცლები
#1
თხრობა
ქულები და კრიტერიუმები
|
ფრიადი 9 – 10
|
კარგი 7 – 8
|
საშუალო 4 – 5
|
სუსტი 1 – 3
|
გამართული და სწორი მეტყველება
|
გამართულად მეტყველებს; აქვს მდიდარი ლექსიკა და შემოქმედებითად იყენებს ენობრივ–გამომსახველობით საშუალებებს.
|
გამართულად მეტყველებს; იყენებს მართებულ სინტაქსურ და გრამატიკულ კონსტრუქციებს.
|
იცავს მართლმეტყველების ელემენტარულ წესებს; მეტნაკლებად გამართულად საუბრობს.
|
არ იცავს მართლმეტყველების ელემენტარულ წესებს; უჭირს გამართულად საუბარი.
|
სათქმელის ნათლად და ლოგიკურად გადმოცემა
|
სათქმელს გადმოსცემს ნათლად და ლოგიკურად; საკითხს აშუქებს ამომწურავად და თანმიმდევრულად.
|
სათქმელს გადმოსცემს ნათლად და ლოგიკურად; საკითხს აშუქებს თანმიმდევრულად.
|
სათქმელს გადმოსცემს გასაგებად.
|
უჭირს სათქმელის ნათლად და გასაგებად გადმოცემა.
|
კითხვებზე ადეკვატური პასუხის გაცემა
|
ადეკვატურად და ამომწურავად პასუხობს კითხვებს.
|
ადეკვატურად პასუხობს კითხვებს.
|
პასუხობს კითხვების ნახევარზე მეტს.
|
ვერ პასუხობს კითხვების ნახევარზე მეტს.
|
#2
გაკვეთილზე ჩართულობა
კრიტერიუმები
ქულა
|
1 – 4 ქულა
|
5-7 ქულა
|
8-10 ქულა
|
გაკვეთილის პროცესის
მიმართ
დამოკიდებულება
|
პასიურია,ზოგჯერ პასუხობს
თუმცა არასწორად
|
აქტიურობს,თუმცა უშვებს
შეცდომებს.
|
აქტიურობის ხარისხი მაღალია,არ უშვებს შეცდომებს
|
თანმიმდევრულობა
|
იშვიათად არის მზად
გაკვეთილისათვის.
|
ყოველთვის არ არის მზად გაკვეთილისათვის.
|
ყოველთვის მზად არის გაკვეთილში
მონაწილეობისათვის.
|
ინიციატივა საკლასო დავალებების
შესრულების დროს
|
არ იჩენს ინიციატივას.
|
ზოგჯერ იჩენს
ინიციატივას.
|
ყოველთვის მოტივირებულია.
|
დისკუსიასა და
მსჯელობაში
მონაწილეობა
|
არ მონაწილეობს,
არ გამოთქვამს საკუთარ აზრს.
|
ზოგჯერ მონაწილეობს,
გამოთქვამს საკუთარ
მოსაზრებებს.
|
ყოველთვის მონაწილეობს, გამოთქვამს საკუთარ
მოსაზრებებს.
|
რუკაზე მუშაობა
ქულები
|
მახასიათებლები
|
1
|
ვერ ახერხებს რუკაზე მუშაობას
|
2
|
უჭირს რუკაზე მუშაობა
|
3
|
სხვების დახმარების გარეშე ვერ ახერხებს რუკაზე მუშაობას
|
4
|
შეუძლია აჩვენოს ობიექტი რუკაზე , მაგრამ ხარვეზებით
|
5
|
შეუძლია რუკაზე აჩვენოს ობიექტი , მაგრამ რუკის კითხვა არ შეუძლია
|
6
|
შეუძლია რუკაზე აჩვენოს ობიექტი , მაგრამ რუკის კითხვა უჭირს
|
7
|
რუკაზე მუშაობს აქტიურად , აჩვენებს ობიექტებს , მაგრამ რუკის კითხვის დროს უშვებს შეცდომებს
|
8
|
რუკაზე მუშაობს აქტიურად , აჩვენებს ობიექტებს , კარგად კითხულობს რუკას, ცდილობს გაავლოს პარალელები ნასწავლი მასალის გამოყენებით
|
9
|
რუკაზე მუშაობს აქტიურად , აჩვენებს ობიექტებს , კარგად კითხულობს რუკას, ავლენს პარალელებს ნასწავლი მასალის გამოყენებით, სხვებთან ერთად ქმნის ისტორიულ რუკას
|
10
|
რუკაზე მუშაობს აქტიურად , აჩვენებს ობიექტებს , კარგად კითხულობს რუკას,ავლენს პარალელებს ნასწავლი მასალის გამოყენებით, შეუძლია დამოუკიდებლად შექმნას მითითებული ისტორიული პერიოდის რუკა
|
გაკვეთილის თემა
|
ვახტანგ გორგასალი და მისი ეპოქა
|
2. სწავლების საფეხური და კლასი
|
საბაზო IXბ კლასი
|
3.
მასწავლებლის სახელი, გვარი
|
ისტორია: ნ.ბიძინაშვილი
|
4. მოსწავლეთა რაოდენობა
|
23
|
5. განსაკუთრებული მიდგომების საჭიროებების მქონე მოსწავლეთა რაოდენობა და პროფილი
|
1 მოსწავლე
ლაშა გიანაშვილი
|
6. გაკვეთილის სასწავლო მიზნები
|
*მოსწავლებმა იმუშაონ ასოციაციურ რუკაზე და გაიხსენონ ვახტანგ გორგასლის შესახებ ნასწავლი მასალა
*მოსწავლეებმა იმუშაონ ახლო აღმოსავლეთის V საუკუნის კონტურულ რუკაზე (მიუთითონ ამ პერიოდში არსებული სახელმწიფოებების სახელწოდებები და იმსჯელონ მათ როლზე ქართლის სამეფოს ისტორიაში)
*მოსწავლეებმა გაანალიზონ ქართლის სამეფოს საზღვრების ცვლილებები რომელიც მოხვდა ვახტანგ გორგასლის მეფობის დროს , იმსჯელონ ამ ცვლილებების გამომწვევ მიზეზებზე
*მოსწავლეებმა განიხილონ და გაანალიზონ ვახტანგ გორგასლის მიერ ქართლის სამეფოში გატარებული რეფორმები
*მოსწავლეებმა იმუშაონ V საუკუნის საქართველოს კონტურულ რუკაზე (აღნიშნონ ვახტანგ გორგასლის მიერ დაარსებული ქალაქები და საეპისკოპოსოების ცენტრები )
|
7. ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრულიმისაღწევი შედეგი/ინდიკატორები
|
ისტ.IX .1.მოსწავლეს შეუძლია დაახასიათოს საქართველოს ისტორიულ-ეთნოგრაფიული მხარეები და გაანალიზოს ამ მხარეების საზღვრების ისტორიული პროცესებით განპირობებული ცვალებადობა
*1
მსჯელობს უძველესი დროიდან დღემდე ქართული სახელმწიფოებების და ისტორიულ-გეოგრაფიული მხარეების საზღვრების ცვალებადობაზე , მსჯელობს ამ ცვლილებების გამომწვევ მიზეზებზე :
ისტ. IX.3 მოსწავლეს შეუძლია დაახასიათოს ქართველი სახელმწიფო მმართველობითი სტრუქტურები
*2
ახასიათებს და ადარებს სხვადასხვა პერიოდში საქართველოში სახელმწიფოს მმართველობით სტრუქტურებში განხორციელებულ რეფორმებს
ისტ.IX.5 მოსწავლეს შეუძლია გაანალიზოს საგარეო და საშინაო ფაქტორების გავლენა ქართველი სახელმწიფოს წარმოშობასა და განვითარებაზე
*3
მოსწავლე აანალიზებს და ადარებს საგარეო ფაქტორების გავლენას ქვეყნის შიდა კონფლიქტებზე
ისტ.IX.6 მოსწავლეს შეუძლია მსჯელობა საქართველოში არსებული რელიგიებისა და მათი აქ გავრცელების ისტორიული მიზეზების შესახებ
*6
აღწერს ქართული ეკლესიის სტრუქტურას სხვადასხვა ეპოქაში და ახასიათებს მის იერარქიას
|
8. თანმიმდევრობა
(აქტივობა და დრო)
|
1.ატივობა
მასწავლებელი ესალმება მოსწავლეებს და აგვარებს საორგანიზაციო საკითხს (2წ)
გამოწვევა
2.აქტივობა
მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს გაიხსენონ ვახტანგ გორგასლის შესახებ V-VIკლასებში ნასწავლი მასალა , მოსწავლეების წინარეცოდნის მობილიზაციისთვის გამოიყენება ასოციაციური რუკა .( ვახტანგ გორგასლის მუზარადი, თბილისის დაარსების ლეგენდა, ვახტანგ გორგასლის საფლავი სვეტიცხოველში)
მასწავლებელი ამახვილებს მოსწავლეების ყურადღებას , რომ გაკვეთილზე მოსწავლეები გაიღრმავებენ ცოდნას ვახტანგ გორგასლის პოლიტიკური , და კულტურული მოღვაწეობის შესახებ (5წ)
ცოდნის კონსტრუირება
3.აქტივობა
მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს გამოიყენონ საშინაო დავალების შესრულების დროს შეძენილი ცოდნა და შეავსონ კონტურული რუკა (5წ)
4.აქტივობა
მასწავლებელი უხსნის ვახტანგ გორგასლის გამეფების პირობებს (3წ)
5.
მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს შეასრულონ საკლასო დავალება : იმუშაონ ისტორიულ რუკაზე და აღწერონ ვახტანგ გორგასლის მიერ განხორციელებული სამხედრო ლაშქრობების ქრონოლოგიური თანამიმდევრობა (5წ)
მოსწავლეები საკლასო სამუშაოს დროს მსჯელობენ იმის შესახებ რომელმა საგარეო ფაქტორებმა შეუწყეს ხელი ქართლის სამეფოს ტერიტორიების გაფართოვებას
6.მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს , ისტორიულ რუკაზე დაყდრნობით იმუშაონ თემატური ცხრილზე (ჩამოწერონ რომელი ქალაქები დაარსდა ვახტანგ გორგასლის მეფობის დროს) (5წ)
7.
მასწავლებელი მინი ლექციის სახით უხსნის მოსწავლეებს რა ცვლილებები მოხდა ქართული ეკლესიის სტრუქტურაში IV-V საუკუნეებში და სთხოვს ისტორიული რუკის მიხედვით ჩამოწერონ ვახტან გორგასლის მითითებით დაარსებული /აღდგენილი საეპისკოპოების ცენტრები (5წ)
8.აქტივობა
მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს ყურადღებით გაეცნონ ფაქტობრივ მასალას ვახტანგ გორგასლის აჯანყებაზე ირანის წინააღმდეგ, იმჯელონ და უპასუხონ მასწავლებლის მიერ დასმულ კითხვებზე
რა იყო ვახტანგ გორგასლის აჯანყების მიზეზი ?
რა გახდა ვახტანგ გორგასლის აჯანყების საბაბი?
ვინ დაამარცხა ვახტანგ გორგასალი 483წ ბრძოლაში?
რომელი რელიგიის გავლენა შესუსტდა მეხუთე საუკუნის ბოლო ოცწლეულში ? ( 10წ)
9.აქტივობა
მასწავლებელი აფასებს მოსწავლეებს (5წ)
|
9. შეფასება
|
თხრობა
2.საკლასო დავალება :
a)რუკაზე მუშაობა
b)გაკვეთილზე ჩართულობა
|
10. საკლასო მენეჯმენტი _
საგანმანათლებლო რესურსები
|
v კომპიუტერი, პროექტორი
v ისტორიის სახელმძღვანელო მე-9 კლასი
v ისტორიული რუკები
|
შეფასების ფურცლები
#1
თხრობა
ქულები და კრიტერიუმები
|
ფრიადი 9 – 10
|
კარგი 7 – 8
|
საშუალო 4 – 5
|
სუსტი 1 – 3
|
გამართული და სწორი მეტყველება
|
გამართულად მეტყველებს; აქვს მდიდარი ლექსიკა და შემოქმედებითად იყენებს ენობრივ–გამომსახველობით საშუალებებს.
|
გამართულად მეტყველებს; იყენებს მართებულ სინტაქსურ და გრამატიკულ კონსტრუქციებს.
|
იცავს მართლმეტყველების ელემენტარულ წესებს; მეტნაკლებად გამართულად საუბრობს.
|
არ იცავს მართლმეტყველების ელემენტარულ წესებს; უჭირს გამართულად საუბარი.
|
სათქმელის ნათლად და ლოგიკურად გადმოცემა
|
სათქმელს გადმოსცემს ნათლად და ლოგიკურად; საკითხს აშუქებს ამომწურავად და თანმიმდევრულად.
|
სათქმელს გადმოსცემს ნათლად და ლოგიკურად; საკითხს აშუქებს თანმიმდევრულად.
|
სათქმელს გადმოსცემს გასაგებად.
|
უჭირს სათქმელის ნათლად და გასაგებად გადმოცემა.
|
კითხვებზე ადეკვატური პასუხის გაცემა
|
ადეკვატურად და ამომწურავად პასუხობს კითხვებს.
|
ადეკვატურად პასუხობს კითხვებს.
|
პასუხობს კითხვების ნახევარზე მეტს.
|
ვერ პასუხობს კითხვების ნახევარზე მეტს.
|
#2
გაკვეთილზე ჩართულობა
კრიტერიუმები
ქულა
|
1 – 4 ქულა
|
5-7 ქულა
|
8-10 ქულა
|
გაკვეთილის პროცესის
მიმართ
დამოკიდებულება
|
პასიურია,ზოგჯერ პასუხობს
თუმცა არასწორად
|
აქტიურობს,თუმცა უშვებს
შეცდომებს.
|
აქტიურობის ხარისხი მაღალია,არ უშვებს შეცდომებს
|
თანმიმდევრულობა
|
იშვიათად არის მზად
გაკვეთილისათვის.
|
ყოველთვის არ არის მზად გაკვეთილისათვის.
|
ყოველთვის მზად არის გაკვეთილში
მონაწილეობისათვის.
|
ინიციატივა საკლასო დავალებების
შესრულების დროს
|
არ იჩენს ინიციატივას.
|
ზოგჯერ იჩენს
ინიციატივას.
|
ყოველთვის მოტივირებულია.
|
დისკუსიასა და
მსჯელობაში
მონაწილეობა
|
არ მონაწილეობს,
არ გამოთქვამს საკუთარ აზრს.
|
ზოგჯერ მონაწილეობს,
გამოთქვამს საკუთარ
მოსაზრებებს.
|
ყოველთვის მონაწილეობს, გამოთქვამს საკუთარ
მოსაზრებებს.
|
#3
რუკაზე მუშაობა
ქულები
|
მახასიათებლები
|
1
|
ვერ ახერხებს რუკაზე მუშაობას
|
2
|
უჭირს რუკაზე მუშაობა
|
3
|
სხვების დახმარების გარეშე ვერ ახერხებს რუკაზე მუშაობას
|
4
|
შეუძლია აჩვენოს ობიექტი რუკაზე , მაგრამ ხარვეზებით
|
5
|
შეუძლია რუკაზე აჩვენოს ობიექტი , მაგრამ რუკის კითხვა არ შეუძლია
|
6
|
შეუძლია რუკაზე აჩვენოს ობიექტი , მაგრამ რუკის კითხვა უჭირს
|
7
|
რუკაზე მუშაობს აქტიურად , აჩვენებს ობიექტებს , მაგრამ რუკის კითხვის დროს უშვებს შეცდომებს
|
8
|
რუკაზე მუშაობს აქტიურად , აჩვენებს ობიექტებს , კარგად კითხულობს რუკას, ცდილობს გაავლოს პარალელები ნასწავლი მასალის გამოყენებით
|
9
|
რუკაზე მუშაობს აქტიურად , აჩვენებს ობიექტებს , კარგად კითხულობს რუკას, ავლენს პარალელებს ნასწავლი მასალის გამოყენებით, სხვებთან ერთად ქმნის ისტორიულ რუკას
|
10
|
რუკაზე მუშაობს აქტიურად , აჩვენებს ობიექტებს , კარგად კითხულობს რუკას,ავლენს პარალელებს ნასწავლი მასალის გამოყენებით, შეუძლია დამოუკიდებლად შექმნას მითითებული ისტორიული პერიოდის რუკა
|
|
|
Комментариев нет:
Отправить комментарий